H1N1-ის ვირუსით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა. ტაბულას ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ჯარისკაცი გორის ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის H1N1-ის ვირუსით დაინფიცირებული 12 სამხედრო იმყოფება.

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 9-მდეა გაზრდილი. 

კომენტარები