ჩრდილოეთ კორეა - იაპონია

იაპონია ჩრდილოკორეული რაკეტის ჩამოსაგდებად მზად არის

AFP

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებენ, რომელიც იაპონიას საფრთხეს შეუქმნის.

"თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, იაპონია მზად არის, გაანადგუროს ნებისმიერი რაკეტა, რომელიც იაპონიის ტერიტორიას მიუახლოვდება", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ის 8-დან 25 თებერვლამდე ორბიტაზე სატელიტის გაშვებას გეგმავს, თუმცა, გარკვეული ქვეყნები (მაგ. იაპონია და სამხრეთ კორეა) თვლიან, რომ ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო მოწყობილობების გამოცდას გეგმავს.

სამხრეთ კორეის მთავრობა ფიქრობს, რომ ფხენიანმა უნდა გააუქმოს რაკეტის გაშვების გეგმები, რადგან, მათი თქმით, ეს იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.

კომენტარები