პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება

გვენეტაძე: ვაღიარებ იმ შენიშვნებს, რომლებსაც გვაძლევენ ჩვენი ევროპელი კოლეგები

ნინო გვენეტაძე
მთავრობის ადმინისტრაცია

"მე ვაღიარებ იმ შენიშვნებს, რომლებსაც გვაძლევენ ჩვენი ევროპელი კოლეგები", - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ შეკითხვას, რომელშიც ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე იყო საუბარი. 

გვენეტაძემ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები არსებობს და მათ აღმოსაფხვრელად ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან აქტიურად თანამშრომლობს. 
 
"მე ვაღიარებ და ვამბობ, რომ ყველა იმ შენიშვნის გამოსასწორებლად ჩვენ გვჭირდება ღირსეული რეფორმები და აქტიურად ვთანამშრომლობ ამ მხრივ ყველა სახელისუფლებო შტოსთან. მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელსაც ყველაზე დიდი სასამართლო აბარია”, - განმარტა გვენეტაძემ.

კომენტარები