მოსამართლეების მიმართვა

217-მა მოსამართლემ სპეციალურ მიმართვაში პრეზიდენტი და NGO-ები გააკრიტიკა

thestateweekly.com

217-მა მოსამართლემ რიგგარეშე კონფერენციაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ცალკეულ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებისთვის სასამართლოს ლანძღვა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიუღებელია.

“ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მოქმედებებიც უნდა შეფასდეს, როგორც ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის გამიზნული ნაბიჯი და ამ გზით საბჭოზე ირიბი ზეგავლენის მცდელობა,” - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა უმეტესობა თვლის, რომ სასამართლოს წინააღმდეგ არსებული კამპანია სწორედ პრეზიდენტისგან იყოს მართული. 

პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკასთან ერთად მოსამართლეებმა დღევანდელ კონფერენციაზე სიმპათიები გამოხატეს ლევან მურუსიძისადმი. მოსამართლეების თქმით, ლევან მურუსიძე მხოლოდ სიკეთეს ემსახურება და მისი არჩევით საბჭომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი გამოიჩინა.

დღევანდელ კონფერენციას არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა, თუმცა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კონფერენციას არ ესწრებოდა. მონაწილეთა განმარტებით, ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

კომენტარები