ვენეციის კარნავალი

ვენეციის კარნავალზე უსაფრთხოების ზომებს მკაცრად იცავენ

AFP

ვენეციის კარნავალზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. კარნავალის მონაწილეებსა და ტურისტებს მოედანზე მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებენ. პოლიციელები საკარნავალო კოსტიუმებში ჩაცმულ სტუმრებს ჩხრეკენ და ნიღბების მოხსნასაც სთხოვენ. სამართალდამცველები იყენებენ მეტალდეტექტორებსაც.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კარნავალს საფუძველი 1094 წელს, დოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო. კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და ვენეციის სავიზიტო ბარათებად ქცეული ნიღბებია. დღესასწაული 9 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები