ბიზნესცენტრი

ბიძინა ივანიშვილი ნაქირავებში ცხოვრობს

George Nebieridze / BuzzFeed

სოლოლაკის ბიზნესცენტრი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს. საქართველოს ექსპრემიერი და უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი შენობას კომპანია ფინსერვის ოცდამეერთესგან თვეში $194 460-ად ქირაობს. ფინსერვის ოცდამეერთე კი ქართუ ჯგუფის შემადგენლობაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ბიზნესცენტრს საკუთარი თავისგან ქირაობს. 

ივანიშვილის ბიზნესცენტრი ქართუ ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ ელიტა ბურჯმა ააშენა. პროექტის ავტორი იაპონელი შინ ტაკამაცუა, მისი ღირებულება, Forbes-ის ინფორმაციით, დაახლოებით $50 მილიონი დოლარია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფინსერვის ოცდამეერთეს ორი მფლობელი ჰყავს, ესენი შპს ფინსერვისი (99.5%) და შპს ჰორიზონტი (0.5%) არიან. შპს ფინსერვისის დამფუძნებელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ვიზელა ენთერპრაიზისი. ოფშორული კომპანიის საბოლოო მფლობელი კი ივანიშვილია.


ფოტო: Daro Sulakauri / blogsport.com

ლუსიან ფროიდი დავიდი და ილაი სოთბის აუქციონი 2008 $33 მილიონი
ფოტო: Justyna Mielnikiewicz / Bloomberg


ფოტო: forbes.com

ფინსერვისი და ელიტა ბურჯი 2012 წლის არჩევნების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ, შპს ელიტა ბურჯმა და ფინსერვისმა კოალიციას მაშინ 100 ათასი ლარი გადაურიცხეს.

კომენტარები