ფუკუიამა: რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გაზრდა სუსტ მდგომარეობაში გაგდებთ

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი პოლიტოლოგი ფრანსის ფუკუიამას შეფასებით, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გაზრდა საქართველოს სუსტ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამის შესახებ ფუკუიამამ ტაბულასთან ინტერვიუში თქვა.

"რუსეთი უკვე წლებია, იმის დემოსტრირებას ახდენს, რომ გაზი და ნავთობი მისთვის პოლიტიკური იარაღია. შესაბამისად, მასზე დამოკიდებულების გაზრდა თქვენ მოწყვლად, სუსტ მდგომარეობაში გაგდებთ. საქართველოს სჭირდება დივერსიფიკაცია, მაგრამ დივერსიფიკაცია იმ წყაროებს შორის, ვისთვისაც გაზი მხოლოდ კომერციაა და არა გეოპოლიტიკური იარაღი" - თქვა ფუკუიამამ გადაცემა თეორემაში.

კომენტარები