პოლიტიკური პატიმრები

ბაქრაძე აგრამუნტზე: ქართული ოცნებისთვის უკეთესი იქნება, შეეგუონ რეალობას

რაც უფრო ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები საერთაშორისო ინსტიტუტებს და მათ ლიდერებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის. მე ნამდვილად მინდა დავარწმუნო [ისინი], რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ევროსაბჭოს პრინციპები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადი ან პარტიული მეგობრობა, ხოლო რაც შეეხება ბატონ აგრამუნტის წარსულ რეპორტს, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ასამბლეის შედეგი იყო 89-9-ზე და ამ ცხრა ხმის დიდი ნაწილი სწორედ ქართული ოცნების წევრები იყვნენ, ანუ ის რეზოლუცია გამოხატავდა მთლიანად ევროპელი დეპუტატების აზრს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი ადამიანის, ამიტომ მათთვის [ქართული ოცნებისთვის] უკეთესი იქნება, მიიღონ არსებული რეალობა, შეეგუონ ამ რეალობას და რაც უფრო ნაკლებად დაუპირისპირდებიან ევროპულ ინსტიტუტებს, მით უფრო ნაკლებად გააფუჭებენ საქართველოს საქმეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის შესახებ ქართული ოცნების წევრების შეფასებაზე. ცნობისთვის, აგრამუნტმა დღეს თქვა, რომ მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება.

კომენტარები