პოლიტიკური პატიმრები

აგრამუნტი: ჩემი პრიორიტეტი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებით, მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება.

"ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანი ასამბლეის პარლამენტარების უფლებების დაცვაა, რათა მათ შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება, როგორც თავიანთ ქვეყნებში ევროსაბჭოს არჩეულმა წარმომადგენლებმა. უკრაინელი ნადია სავჩენკოსა, ქართველი გიგი უგულავასი და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათი გადაადგილების და სიტყვის თავისუფლებების დაცვა, უნდა იყოს პრიორიტეტი", - თქვა აგრამუნტმა.

კომენტარები