ქართულმა ოცნებამ გარდაბანში გამგებლობის კანდიდატი გოჩა ჯამარაული ადგილობრივებს წარუდგინა. გარდაბანში მისი მხარდამჭერი კონცერტიც გაიმართა.
"შიდა გზები, წყალი, გაზი, ნაგავი, მაწანწალა ძაღლები - ეს ის ელემენტარული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, ბიუჯეტი არის მცირე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა დაგვეხმარება", - აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი კი ბესიკ კახაბრიშვილია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარს გაიმართება.





