ეროვნული ბანკი

ქანთარია: ქადაგაძისადმი იყო პრეტენზიები, ცუდი არ იქნება თუ ანგარიშს ჩააბარებს

დროის ამბავია, გიორგი ქადაგიძე მოასწრებს თუ არა პარლამენტში წარდგენას. თუ მას აქვს სურვილი, რომ მოვიდეს და პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში, ჩვენ გამოვნახავთ ამის დროს. ეს არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია უნდა შევქმნათ. მოვიდეს კაცი და ჩააბაროს ანგარიში, რა პრობლემაა, თუ ამის ორმხრივი სურვილი იქნება. გიორგი ქადაგაძის მიმართ იყო გარკვეული კითხვები, პრეტენზიები და წასვლის დროს ცუდი არ იქნება, თუ საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გიორგი ქადაგიძის საპარლამენტო ანგარიშზე.

კომენტარები