პროკურორის მკვლელობა

საქართველოს ხმის დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

metro.us

საქართველოს ხმის დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მას ექსპერტიზას უტარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს ხმის დამფუძნებელი ეჭვმიტანილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში. რუსთავი 2-ის ცნობით კი, ბიძინა კუჭავას სახლი სამართალდამცველებმა გუშინ გაჩხრიკეს, დაკითხვაზე დაიბარეს კუჭავას მეუღლე, ხოლო სახლიდან წაიღეს კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათები. ოფიციალურ განცხადებებს შსს-სა და პროკურატურაში ამ დრომდე არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ვახტანგ ქირია რამდენიმე დღე დაკარგული იყო.

კომენტარები