თავდასხმა პროკურორებზე

ცისკარიშვილი: ამ ხელისუფლების ბუნებრივი მოკავშირე არის კრიმინალთა სამყარო

ამ ხელისუფლების ბუნებრივი მოკავშირე არის დამნაშავეთა, კრიმინალთა სამყარო. აქედან გამომდინარე ისინი მათ ხელს არ კიდებენ, პირიქით ახალისებენ, რომ ისინი ოპოზიციის წინააღმდეგ იყვნენ დარაზმულები და ასევე სამართალდამცავი ორგანოებიც, სამწუხაროდ, რომლებიც დღეს  მსხვერპლი ხდებიან ამ კრიმინალების,  მობილიზებული არიან ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ყველაფრის თანმდევი პროცესი  პარალელურად არის დაუსჯელობის სინდრომი, რაც ერთობლიობაში ქმნის აი ამ ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულ სურათს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროკურორებზე მომხდარ თავდასხმებზე, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები