ჩერგოლეიშვილი: გაზპრომზე ქართული ენერგეტიკის მიბმა საფრთხის მომტანია

სამარცხვინოა, რომ უკვე რამდენიმე თვეა გვიწევს იმის მტკიცება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გაზპრომზე ქართული ენერგეტიკის მიბმა ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით ამნისტიაზე, არ დაგვიჯერეს. კრიმინალმა იმატა, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ქუჩაში. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით სავიზო რეგულაციებზე და ტურიზმი სულს ღაფავს ფაქტობრივად. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით ბეც ეკონომიკურ კურსზე და ეკონომიკა რა დღეშია ყველა ხედავს კარგად, საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ გაზპრომზეც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილად იქნება გაზპრომის შემთხვევაშიც , ქართველ ხალხს მოუწევს ნავთქურებთან ჯდომა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ამ ხელისუფლების შტერული და ქვეყნისთვის მტრული მოქმედება.

ტელეკომპანის ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ.

კომენტარები