აფეთქება თურქეთში

სტამბოლში აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

AP

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად, 15 - დაშავებულია. 

შემთხვევა სტამბოლის ისტორიულ და ტურისტულ უბანში, სულთანაჰმედში, ლურჯი მეჩეთის სიახლოვეს მოხდა.

არსებობს ცნობები, რომ შემთხვევა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას უკავშირდება.

გასული წლის ოქტომბერში ანკარაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები