სასამართლო სისტემა

ახვლედიანი: მეშინია, წულუკიანმა სასამართლო სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს

ნამდვილად არავის აღარ ეშინია არანაირი განცხადების. მოსამართლეებს აღარ ეშინიათ ამ განცხადებების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულზე ქალბატონმა თეამ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს. რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკის სათავეც ალბათ აქ არის. ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმის, რომ რაიმე ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ მოსამართლეები ვინმეს პირდაპირ დაგვაქვემდებაროს და ეს [სასამართლო] სისტემა სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები