ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: მე პირადად დღესაც განვიცდი პრობლემებს ნათესავებთან დაკავშირებით

ნათესავებთან დაკავშირებით იყო კითხვები, მეც გავაკეთე ამაზე რეაქცია და ირაკლიმ ღირსეულად გაართვა თავი ამ პრობლემასაც, რომელიც ძალიან მოკლე დროის და ძალიან უმნიშვნელო თემებზე იყო წამოჭრილი. ოპოზიცია ცდილობდა ამის გაზვიადებას, მაგრამ იქ არაფერი სერიოზული არ ყოფილა. საერთოდ, შევახსენებ ტელემაყურებელს და მოქალაქეებს, რომ მე პირადად დღესაც განვიცდი პრობლემებს ნათესავებთან დაკავშირებით. ეს არ არის იოლი საქმე. ახლო ნათესავს ძალიან დიდი სურვილი აქვს მაქსიმალურად გამოიყენოს ის რესურსი, რაც მე გამაჩნია და ძალიან ხშირად კონფლიქტში შევდივართ, ძალიან ახლო ნათესავებთანაც კი. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ

კომენტარები