ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ: "ირაკლიმ იჩქარა"

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მის გადადგომამდე ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა მკიიღო და „ირაკლიმ იჩქარა“. ამის შესახებ ექსპრემიერმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისივე თქმით, გუნდის ძალიან ბევრი წევრი არ იყო ინფორმირებული ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ.

„გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებულნი. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულნი. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს, შეიძლებოდა ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო და შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას და ჩემთან კონსულტაციებს, ცდილობენ ოპონენტები, რომ ეს მე მომაწერონ ძირითადად. რა თქმა უნდა ეს ასე არაა. რჩევები ადრეც, ამ დროსაც და მომავალშიც... მე ვფიქრობ, რომ მე და ირაკლის ძალიან ბევრი საერთო გვექნება ცხოვრებაში, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. რჩევები რჩევებად რჩებოდა ძალიან ბევრი. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ თემაზე გვქონია ჩვენ და ირაკლი აკეთებდა ისე, როგორც მას სურდა საბოლოოდ და არავითარი ბერკეტი და მექანიზმი მე არ გამაჩნდა იმისა, რომ მეიძულებინა და არაფერი აქ არ ყოფილა ისეთი, რომ ყოფილიყო რაიმე ზედმეტი ჩარევა ჩემი მხრიდან“ - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები