რეკლამა

დეკემბრის შემოთავაზებების ცვენა პიკს აღწევს - შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე!

შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე! - არ გამოტოვოთ წინასაახალწლო დღეებში საუკეთესო შემოთავაზება. სპეციალური ფასდაკლებები თქვენთვის გემრიელ და სასურველ კერძებზე. იჩქარეთ, გამოიძახეთ ახლავე ან გააკეთეთ წინასწარი შეკვეთა. დაიწყეთ დილა ენერგიულად! იჩქარეთ და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!

15%-იანი ფასდაკლება სრულ მენიუზე! გამოიძახე გემრიელი ქართული კერძები რესტორნიდან "ქვევრის მზე".

რთულია, გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას...

დეკემბრის შემოთავაზებების ცვენა იწყება, არ გამოტოვოთ და შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე! გამოიძახე ახლავე გემრიელი სენდვიჩები, ჰამბურგერები, პიცა, მწვადი, ხინკალი, გემრიელი ტკბილეული და სხვა. დაზოგე თანხა foodpanda-ზე, ისარგებლე დეკემბრის საოცარი შემოთავაზებებით.

ფუდპანდა და მისი პარტნიორები, მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ - შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. ფუდპანდა მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

"მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შეთავაზებებს, როგორიცაა უფასო მიტანის სერვისი, უფასო კოკა კოლა, 20%-იანი ფასდაკლება პიცებზე, სამარხვო შემოთავაზებები, კომბო მენიუ და სხვადასხვა ფასდაკლებები გელით", - აცხადებენ კომპანიაში.

გთავაზობთ რეცეპტს თუ როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცის მწვადი

ინგრედიენტები: ღორის ხორცი 600 გრ., მინერალური გაზიანი წყალი 500 მლ, დაფნის ფოთოლი 2 ცალი, ლიმნის წვენი 1/2 ჩ.კ, ხახვი 150 გრ, ხმელი ტარხუნა 1 ს.კ, ბროწეულის მარცვლები 2 ს.კ, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: ღორის მწვადის გემოსთვის და სირბილისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხორცის ხარისხს. თუ გაქვთ შერჩეული ჩალაღაჯის ნაჭერი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის მალე შრება ნაკვერჩხალზე და საჭიროებს ნაკლებ შეწვას სხვა ნაჭრებთან შედარებით. ამიტომ ჩალაღაჯის ნაჭრები მოათავსეთ ცალკე შამფურზე. ხორცი დაჭერით და მოათავსეთ ემალირებულ, თიხის ან შუშის ჭურჭელში. დაასხით მინერალური წყალი, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და დაასხით ლიმნის წვენი. გააჩერეთ ხორცი მარინადში ორი საათის განმავლობაში. მინერალური წყალი არბილებს ხორცს. იგივე ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხორცის დასარბილებლად. ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე. თუ მწვადს წვავთ ტაფაზე, გირჩევთ გამოიყენოთ ღორის ცხიმი, რომელიც არაჩვეულებრივად არბილებს მწვადს.შემწვარი მწვადის ნაჭრები დააწყვეთ თეფშზე. შეგიძლიათ მწვადს მოაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები