ერაყის არმიამ ქალაქი რამადი გაათავისუფლა

AP

ერაყის არმიამ ქალაქი რამადი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან მთლიანად გაათავისუფლა. ამის შესახებ ერაყის სამხედრო ძალებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

ერაყის სამხედრო ძალები რამადის გათავისუფლებისთვის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იბრძოდნენ.

შეგახსენებთ, რომ წელიწადნახევრის წინ ერაყის არმიამ პოზიციები დათმო და ქვეყნის ტერიტორიის მესამედზე "ჯიჰადისტებმა" დაამყარეს კონტროლი. რამადის გათავისუფლება კი ერაყის შეიარაღებული ძალების პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

კომენტარები