პარაგვაიში, არგენტინაში, ურუგვაისა და ბრაზილიაში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად მთლიანობაში 150 000 ადამიანს სახლების დატოვება მოუხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ვითარება პარაგვაიშია, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.





