სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის ახალ სანქციებში VTB საქართველოც მოხვდა

GETTY IMAGES

ამერიკამ რუსეთს ახალი სასანქციო პაკეტი დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სანქციების ახალ პაკეტში VTB საქართველოც მოხვდა.

საერთო ჯამში სასანქციო სიაში 34 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. კერძოდ, სანქციები ეხება რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ის შვილობილ ქვეგანყოფილებებს უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები Sperbank-ისა და VTB-ის არასახელმწიფო საპენსიო ფონდებსაც შეეხება. ასევე, ამერიკული სანქციები დიველოპერულ ფირმებს Gals-Development-ს, Novikombank-სა და სხვა კომპანიებსაც შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის მიერ სასანქციო პაკეტის გაფართოება აშშ-ის მხრიდან არამეგობრული ხაზის გაგრძელებაა. მისი თქმით, რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას განიხილავს და შესაძლო საპასუხო წინადადებებს შეიმუშავებს.

კომენტარები