მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყურადღებით აკვირდებოდა და მომავალშიც დააკვირდება პარლამენტში მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობას.

"ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე რეგულაციებს მიიღებს. დღეს საქართველოში გამოძიების პროცესში მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი მოქმედებს. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს უნდა ამოქმედდეს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის ახალი წესი, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა ნაცვლად 31 დეკემბრისა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2016 წლის 20 თებერვალი განსაზღვრა, წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კომენტარები