ქართული ოცნება

ივანიშვილი იანვრიდან ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებში ჩაერთვება

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა ყოფილი პრემიერი არჩევნებში მონაწილეაბს არ გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა. ცნობილია, რომ სხდომაზე საუბარი საარჩევნო რეფორმას შეეხებოდა.

"ბატონი ბიძინა როგორც შეგვპირდა, იქნება განსაკუთრებით ახალი წლიდან ძალიან აქტიურად ჩაბმული ჩვენს ღონისძიებებში,“ - თქვა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობას მოსახლეობა გაზაფხულზე გაიგებს.

„ბატონ ბიძინას საარჩევნო სიაში ყოფნა არ სჭირდება იმისათვის, რომ თავისი მაღალი ავტორიტეტით მხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას, თუმცა, მე პირადად ამას ძალიან ვისურვებდი “ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში, საკუთარი სურვილით დატოვა. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებენ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაზე.

 

კომენტარები