შეწყალების კომისია

პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს კითხავენ

რადიო თავისუფლება

ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს კითხავენ. ქორიძე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შემდეგ დაკითხეს. ეს უკანასკნელი პატიმართა შეწყალებაში კორუფციაზე საუბრობს. ზვიად ქორიძის განცხადებით, ვრცელ კომენტარს საგამოძიებო უწყების დაკითხვის შემდეგ გააკეთებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე პროკურატურამ დაკითხა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც, თუმცა ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

კომენტარები