წულუკიანი: ჩვენს სამინისტროებში დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება

ჩვენ პრემიერის ინიციატივით გადავხედეთ პრემიების სისტემას. დღეს დღეს ვერცერთ სამინისტროში ვერ გაიცემა პრემია, თუ ის მკაცრად არ არის შესაბამისობაში პრემიერის მიერ გამოცემულ აქტთან, რომელიც არის მთავრობის აქტი და ჩვენ მას ყველა ვემორჩილებით. ამიტომაც შემცირდა პრემიების რიცხვიც, ოდენობაც და ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება ჩვენ, საჯარო მოხელეებს მივცეთ პრემია. აქვე ვიტყვი, რომ დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო დგას საჯარო მოხელეებზე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები