FIFA-ს ოქროს ბურთი 2015

2015 წლის ოქროს ბურთის მოპოვების კანდიდატთა სამეული ცნობილია

Goal.com

2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი ნეიმარი იბრძოლებენ.

დაჯილდოების ცერემონიალი 2016 წლის 11 იანვარს ციურიხში გაიმართება.

ეს იქნება ზედიზედ მეექვსე შემთხვევა, როდესაც ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატები მესი და რონალდო იქნებიან.

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს "ბარსელონას" მწვრთნელი ლუის ენრიკე, "ბაიერნის" პეპ გუარდიოლა და ჩილეს საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი ხორხე სამპაოლი დაუპირისპირდებიან.

2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორის წოდებისთვის კი ლიონელ მესი, ვენდელ ლირა და ალესანდრო ფლორენცი იბრძოლებენ.

რაც შეეხება ქალთა სამეულს, პრიზისთვის იბრძოლებენ ამერიკელი კარლი ლოიდი, იაპონელი აია მიიამა და გერმანელი სელია საშიჩი.

კომენტარები