საქართველო - NATO

ხიდაშელი: საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ჩვენ ვითხოვთ NATO-ს წევრობას

საქართველო არ ითხოვს MAP-ს. ჩვენ ვითხოვთ NATO-ს წევრობას. ამიტომ, MAP არ არის არც მიზანი, არც ამოცანა. მთავარი არის, რომ საქართველო დადგეს წევრობის გზაზე. ამისი რეალური შანსი და შესაძლებლობა არსებობს. მე შემიძლია გითხრათ სრული რწმენით, რომ პირველ დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი იქნება ძალიან ოპტიმისტური... ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რომ არის წევრობის მიღწევისთვის თავსებადი, ეს ჩანაწერი პირველად უნდა გაჩნდეს NATO-ს დოკუმენტებში, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტერიალზე ჩვენ ამას მივიღებთ.

ბერლინში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი "ქრონიკას" ეთერში საქართველოს მოლოდინებზე საუბრობს

კომენტარები