რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო".

ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.

„ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცაველებმა პრევენციულად აღკვეთიეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება შეახსენებს მოქალაქეებს, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

კომენტარები