მდგომარეობა საქართველოში

ანა ფოტიგა: იმედი მაქვს, საქართველოს პოლიტიკაში ცვლილებები იქნება

ყირიმის უკანონო ანექსიამ საქართველოში უზარმაზარი დაძაბულობა და შიში გააჩინა, რამაც საქართველო დასავლურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სტრუქტურებთან დააახლოვა. საქართველო NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში და სხვა მისიებში. მაგრამ ასევე არის საქართველოს პოლიტიკის ნაკლებად პოზიტიური შედეგებიც. კონკრეტულად აღვნიშნავ - გამოხატვის თავისუფლების საკითხი და რუსთავი 2-ის საქმე. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, იმედი მაქვს ამ კუთხით ცვლილებები იქნება. ასევე მინდა, ვისაუბრო ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე - ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებული არიან. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ცვლილებები იქნება. მტკიცედ ვუჭერ მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას.

ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის წარმომადგენელი ანა ფოტიგა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები