მთავარი პროკურორი

პარლამენტში დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

pirveliradio.ge

პარლამენტში დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები ცალ-ცალკე ითხოვენ. ბიუროს გუშინდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ფრაქციას შოთაძესთან შესახვედრად დაახლოებით ორსაათიანი დრო ექნება გამოყოფილი.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა უყაროს კენჭი.

კომენტარები