აფეთქება ათენში

ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა

Reuters

საბერძნეთში, ათენის ცენტრში, პარლამენტის მახლობლად, ბიზნესფედერაციის შენობასთან აფეთქება მოხდა. შედეგად, ჩაიმსხვრა შუშები, თუმცა, პოლიციის ცნობით, დაშავებული არ არის.

გამოძიება ფიქრობს, რომ აფეთქება ქვეყნის შიდა ჯგუფების მხრიდან განხორციელდა.

თავდასხმები ბანკებზე, პოლიტიკოსებზე და ბიზნესის წარმომადგენლებზე საბერძნეთში იშვიათი არ არის, სიტუაცია მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაუარესებულია.

კომენტარები