საფრანგეთში, ქალაქ ტულონის სამხრეთ ნაწილში, ფრანგი მებაჟე მოკლეს და ორი პოლიციელი დაჭრეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული იარაღით უკანონო მოვაჭრემ ჩაიდინა.
გაზეთი Var-Matin-ის ცნობით, მკვლელმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც პოლიცია მის საკუთარ სახლში დაკავებას ცდილობდა. საბოლოოდ, ის დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, მკვლელობას 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტთან კავშირი არ აქვს.
მკვლელობა საფრანგეთში
საფრანგეთში მებაჟე მოკლეს

AFP




