უკანონო იარაღი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე წ. თბილისში, ლვოვის ქუჩაზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ალექსანდრე წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის" ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ჩე-ზე"-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ვალტერის" ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 3 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-1 და მე-2 ნაწილით).

კომენტარები