რეკლამა

Localino-ს პიცების გამოძახება უკვე foodpanda.ge-დან შეგიძლიათ

ფუდპანდა

გიყვართ გემრიელი კერძები? მაშინ არ დააყოვნოთ, ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge-ზე!

რთულია, გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას...

ფუდპანდა და მისი პარტნიორები, ამჯერად პიცერია „Localino", მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით...

გიყვართ Localino-ს უგემრიელესი პიცები? ონლაინ გადახდისას გამოიყენეთ კოდი PANDAPIZZA და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება! შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ! სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა" მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

გთავაზობთ ტკბილ, მსუბუქ და უგემრიელეს პიცის რეცეპტს

წარმოგიდგენთ კულინარიულ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. რეცეპტი არის საბაზისო და შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად. შეარჩიეთ, თქვენი გემოვნებით ყველაზე მეტად რომელი ხილი მოუხდა ამ პიცას.

ხილის პიცა მზადდება 35 წუთში (+1სთ გასაცივებლად); გამოდის 10 ნაჭერი პიცა; კალორიულობა: 324კ.კალ. ქოლესტერინი: 70მ.გ. ცხიმები: 17.7გ. პროტეინი: 4გ.

ინგრედიენტები: ½ ჭიქა დარბილებული კარაქი, ¾ ჭიქა შაქარი, 1 ცალი კვერცხი, 1¼ ჭიქა ფქვილი, ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ½ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, ¼ ჩაის კოვზი მარილი, 225 გრამი ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი, 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი სასურველი ხილი მოსართავად.
პირველი ეტაპი: გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ.

მეორე ეტაპი: დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.
გემრიელად მიირთვით!

კომენტარები