პრიმიტიულ უმეცრებასათან დაკავშირებით, რაც ჩემი სახელით ვრცელდება და უკავშირდება ვითომცდა ჩემ მიერ ირმა ინაშვილის მოპატიჟებას და მიღებას ნაციონალურ მოძრაობაში. პატრიოტთა ალიანსი არის სრულიად ოდიოზური ორგანიზაცია, რომელთანაც არასდროს და არავითარი კავშირი არ მქონია. მეტიც, მგონი, არც ვიცნობ მათ წევრთაგან რომელიმეს. არც კი ვიცი, არაადეკვატურობის რა ხარისხს უნდა შესწვდეს ადამიანი, რომ ჩემი და პატრიოტთა ალიანსის კავშირი დაიჯეროს. შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ ინაშვილთან ალიანსი ოდესაში მაკკეინის, სააკაშვილის და რუბიოს ინიციატივით დაიგეგმა. საცოდაობაა მართლაც, რომ ამ სიბრიყვეზე მიწევს კომენტარის გაკეთება.
tbl.ge/nn3
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას პატრიოტთა ალიანსთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე
- ამგვარმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ – ბოკუჩავა სააკაშვილზე
- სააკაშვილი: ენმ-ს თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია




