ანდრო ბარნოვი

ანდრო ბარნოვი ენმ-ს ტოვებს და არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს

facebook.com/barnovi.official

ანდრო ბარნოვმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა. ბარნოვის განმარტებით, ის პარტიაა 2013 წლის 12 იანვარს შეუერთდა, რასაც პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს. 

"დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს. სხვადასხვა რთული თუ მარტივი მიზეზის გამო, ამ ხედვის დამკვიდრებას პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ. საჭიროა საზოგადოებასთან პირისპირ მუშაობა, საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა - ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე," - ნათქვამია განცხადებაში. 

მისივე თქმით, ის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს რის შესახებაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

კომენტარები