კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთი კატალონიის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

Getty Images

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი აცხადებს, რომ ესპანეთი კატალონიის რეგიონულ პარლამენტს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიზნის მიღწევის უფლებას არ მისცემს.

რახოის აზრით, კატალონიის რეგიონული პარლამენტის მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 18 თვის ვადაში ჩამოაყალიბონ.

რახოი აპირებს, რომ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, რათა სამართლომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს კატალონიელთა რეზოლუცია.

კომენტარები