ტაბულამ დღეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა - "ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია და კონკრეტული პოლიტიკური შედეგები ექნება - ხომ არ შიშობთ, რომ ეს შედეგები შეიძლება, პირადად შეგეხოთ, როგორც ქვეყნის დეფაქტო მმართველს"? ივანიშვილი კითხვას პასუხობს, რომ მას არაფერი შეეხება, რადგან კანონს არ არღვევს.
"როგორც არ უნდა ინატროთ, მე არაფერი არ შემეხება, რამეთუ კანონებს არ ვარღვევ. განსხვავებით იმ ხალხისგან, რომელსაც იცავთ დღეს. მათ უამრავი კანონდარღვევა აქვთ, ბოკერია პირადად ათეულობით მილიონს ოფიციალურად ხარჯავდა სააკაშვილის ლობიზმზე. ძალიან დიდი ნაღდი თანხა არის გაცემული. 500 000, 900 000 - ფაქტები დევს პროკურატურაში. ეს ფული მუშაობს დღესაც, ბოკერია ასე უხვად რომ ხარჯავდა. თუ ვინმეს მოეთხოვება პასუხი, მას მოეთხოვება და არა ივანიშვილს, რომელიც განუხრელად იცავს კანონებს და დაიცავს მომავალშიც", - თქვა ივანიშვილმა.





