საერთაშორისო პარტნიორები

ივანიშვილი: აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებმა წრე დამარტყეს, ამაზე ბევრნი იყვნენ

შევახსენებ მათაც, ჩვენს მეგობრებს და შეგახსენებთ თქვენც, მათი განცხადებები როგორ მცდარობაზეა ხშირად დაფუძნებული. ორ კარგ მაგალითს შეგახსენებთ. 1. როდესაც ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვიყავით, აშშ-ის საელჩოში იყო მიღება, იქ ჟურნალისტებმა წრე დამარტყეს, ამაზე ბევრნი იყვნენ და მეკითხებოდნენ - აბა, რას იტყვი, რომ მარტენსი, რომელიც გახლდათ სახალხო პარტიის, ყველაზე დიდი პარტიის თავმჯდომარე, მარტენსმა თქვა, რომ ივანიშვილმა ტოტალურად მოისყიდა მოსახლეობა და არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებსო. მეკითხებიან და მაწვებიან ამაზე. მე მარტივად ვკითხე - აბა, სად გინახავთ ან ტელევიზორი ან მაცივარი? მობილიზება ენმ-მ კარგად იცის და დღესაც ამას ახერხებენ და აწუხებენ გარეთ თუ შიგნით, ეს არის პასუხი იმ ჟურნალისტებზე და იმ სახალხო პარტიაზე. და კიდევ ერთ პასუხს მოგაწვდით მეორესაც - ფასი მათი ცდომილების რამხელაა. აი, უცხოელებს რომ იშველიებთ და დიპლომატებს. მე გახლდით სტრასბურგში პრემიერის რანგში და ტრიბუნიდან შევახსენე კოლეგებს, რომ მეტი შეცდომა იქნებ აღარ დაუშვათ მსგავსი იმისა, რასაც აკეთებთ-მეთქი, ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო რამდენიმე დღის მიღებული მანამდის, სანამ მე სტრაბურგში გეახლებოდით, სადაც იყო აღშფოთება გამოწვეული იმით, რომ ახალი ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით საშინლად ავიწროებს მედიას, თავისუფალი მედია, იმედი წაართვა კერძო მესაკუთრეს და თვითონ მიისაკუთრეს, რაღაც ეგეთი განცხადება. ამ დროს, იმედი და იმედის ისტორია კარგად მოგეხსენებათ თქვენ ყველას, რეალურად, რაც მოხდა, რაც გაუკეთეს იმედს ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორ მოვედით ჩვენ და როგორ დაუბრუნდა ის რეალურ მესაკუთრეს. აი, სწორედ ეს თქვენმა საყვარელმა ტელევიზიამ მათ რიცხვში და თქვენმა ენმ-ის წევრებმა მოახერხეს ეს ევროსაბჭოში და გამოიტანეს დადგენილება. რეალურად, იმედი ჩვენი მოსვლის შემდგომ დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს, ეს გააფორმეს და გამოვიდა ევროსაბჭიოს დადგენილება, რომ აი, თავისუფალ მედიას აწიოკებენ, ყველაფერი დააყენეს ყირაზე.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები