რეკლამა

13 ნოემბერს ანდერვილი გერმანელ დიჯეის - Dixon-ს უმასპინძლებს

13 ნოემბერს Gem Fest წარმოგიდგენთ ცნობილ გერმანელს დიჯეის Dixon-ს, რომელიც ბოლო ორი წელია, Resident Advisor-ის მკითხველის ფავორიტი დიჯეია. Dixon გერმანელი დიჯეის და პროდუსერის Steffen Berkhahn-ის მუსიკალური პროექტია. ბერლინის კედლის ჩამონგრევის შემდეგ, ბერლინის საკლუბო კულტურამ სწრაფი განვითარება დაიწყო, რაც Dixon-ისთვის დიდი მოტივაცია იყო, რათა თავი დაემკვიდრებინა ბერლინის სცენაზე. მალე ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ Tresor-ში მიიწვიეს, მოგვიანებით კი კიდევ ერთი პოპულარული კლუბის, WMF-ის რეზიდენტ დიჯეი გახდა.

2005 წელს, პროექტ Ame-ს წევრებთან Frank Wiedemann და Kristian Beyer-თან ერთად მან დაარსა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ლეიბლად ქცეული Innervisions, რომელიც მისი კარიერისთვის დამატებითი პლატფორმა აღმოჩნდა. მალევე Dixon რეგულარული სტუმარი გახდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა DC-10, Sankeys, Batofar, Panorama Bar. 2013 და 2014 წელს Resident Advisor-ის მკითხველმა მას წლის საუკეთესო დიჯეის ტიტული მიანიჭა.

ღონისძიება 13 ნოემბერს, მთაწმინდაზე, კლუბ ანდერვილში გაიმართება (Underwheel) და Dixon-თან ერთად Smailov, Autumn Tree და Gio Shengelia დაუკრავენ.
განრიგი:

22:00 Gio Shengelia
00:30 Autumn Tree (Leon)
02:00 Dixon
04- end Smailov

ბილეთები იყიდება საიტზე www.eveneter.ge და ბარ კანუდოსში, რომელიც მდებარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამაიას ბაღთან. წინასწარ ნაყიდი online და offline ბილეთის მფლობელები ისარგებლებენ ცალკე შესასვლელებით და აირიდებენ რიგებს სალაროსთან (სადაც ასევე გაიყიდება ბილეთები).

კომენტარები