უბედური შემთხვევა პაკისტანში

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევამ სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მშენებარე ქარხანა ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი, დაშავებულია 80-ზე მეტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგრევებში 100-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი, სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

მაშველებს სამხედრო არმია ეხმარება. ასევე გამოიყენება ამწეები და ბულდოზერები.

ჩამონგრევის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ამბობენ, პაკისტანში შენობების უსაფრთხოების დონე ხშირად ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

კომენტარები