დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა

ქადაგიძე: დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას უარყოფითი გავლენა არ ექნება

დაუყოვნებლივი აღსრულება ბანკების მიერ გამოიყენება უკიდურესად იშვიათად, ამიტომ ვერანაირი მატერიალური ზიანის მომტანი ეს ვერ იქნება. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ბანკს სხვა მიზნით ისედაც აქვს გასაჩივრებული დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა, მასაც აქვს საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი, ამიტომ საბანკო სექტორზე ამას არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერებაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნეს, ამ მუხლის შეჩერებამ შესაძლოა, ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

კომენტარები