ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ცოფურაშვილი ცენზურაზე: პატრიარქისთვის ამოსავალი უნდა იყოს კონსტიტუცია

მნიშვნელოვანია, რომ ეს [განცხადება ლუა უკლებას ნახატის შესახებ] ინსტიტუციის ხელმძღვანელისგან [პატრიარქისგან] ისმის, როგორც პირდაპირი ცენზურა, მოწოდება ცენზურისკენ და არტისტებს ფაქტობრივად აგდებს იმ სიტუაციაში, როდესაც ისინი ორჯერ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას დახატავენ. ცენზურა, არტისტზე ასეთი ზემოქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პატრიარქისთვისაც, ისევე როგორც სხვა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, 23-ე მუხლის მეორე პუნქტით, ხელოვანი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ მის შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევისგან. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი. ცენზურისკენ მიდრეკილება არის ის, რაც ტოტალიტარულ საზოგადოებას ახასიათებს, რომელიც გეუბნება, რომ ასე კი არ უნდა გამოხატო შენი აზრი, არამედ ისე. ეს მხატვული ფორმა კი არ უნდა შეარჩიო სათქმელად როგორც არტისტმა, არამედ ის. საზოგადოების მოთხოვნილებაც, იმ ხალხის, ვინც ამ შემთხვევაში სწორედ საეკლესიო პოზიციებს ახმოვანებს, და მათი გამხმოვანებლები იყვნენ, როდესაც ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიდნენ, ამ ხალხის პოზიცია მეტყველებს იმაზე, რომ პრინციპში, ჩვენთან ეს დემოკრატიზაციის პროცესი როგორც ჩანს, მოსახლეობის ცნობიერების დონეზე ძალიან ნელა მიდის და მოთხოვნილება, ფსიქოლოგიური დაკვეთა ამ ტოტალიტარიზმის, როდესაც ყველანი ერთ აზრზე ვიქნებით, ძალიან დიდია და ძალიან მაღალი, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.

ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები