მივნდა, მივმართო ჟურნალისტებს და ყველას, კარგად დაფიქრდით, არ მოხდეს თქვენი გამოყენება პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ უნებურად თანამონაწილენი ამ პროვოკაციის, ამ შესაძლო შეთქმულების. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობს ან გეგმავს რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს ვერ დაპირისპირდებიან საქართველოს მოქალაქეებს და ვერცერთი დღეს საქართველოში ვერ დაგეგმავს ვერანაირ პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი.
პრემიერი: ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავს, უმკაცრესად დაისჯება





