ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში 13:00-ზე უნდა გამოცხადდეს.
სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებას გიგა ბოკერიასთან კითხვები გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ექნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო. გიგა ბოკერია იმავე დღეს დაკითხეს რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტთან" დაკავშირებით.





