ბიზნესის კეთების სიმარტივე

პრემიერი: ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა ვართ ბიზნესის კეთების კუთხით

რეიტინგში საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა, გამომდინარეობს მეთოდოლოგიის ცვლილებიდან. თუმცა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბევრ პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არსად არ გვაქვს გაუარესება. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი და სხვა. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა ბიზნესის კეთების კუთხით.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ცნობისთვის, Doing Business-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 24-ე ადგილზე გავიდა. წინა წელთან შედარებით, მისი პოზიცია 9 ადგილით გაუარესდა. ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოში ბიზნესის დაწყება და კრედიტის აღება გართულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ რეიტინგში 20-ეულს მიღმა 2007 წელს იყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია.

კომენტარები