ივანიშვილი მარგველაშვილზე

პრესსამსახური: კულუარული საუბრების შესახებ პრეზიდენტი კომენტარს არ გააკეთებს

primetimenews.ge

პრესსამსახური: კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით პრეზიდენტი კომენტარს არ გააკეთებს.

პრეზიდენტის ადმინისტაციის პრესსამსახურის უფროსის, თინათინ მჟავანაძის განმარტებით, კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას არ აპირებს

"უკვე მეორე წელია ვისმენთ გარკვეული ტიპის განცხადებებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. ასევე, მეორე წელია ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. არც აქამდე გაუკეთებია მას ეს და არც მომავალში ვაპირებთ რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება," - აღნიშნა მჟავანაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში იმის თაობაზე ისაუბრა, რომ მან და პრეზიდენტმა ავლაბრისა და ბობოყვათის რეზიდენციებთან დაკავშირებით იკამათეს. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამო ივანიშვილმა მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

კომენტარები