ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ხუხაშვილი: ივანიშვილი ჩემს ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანია, მენატრება

იყო მწვავე შეფასებები. ის ცდილობდა, რომ ეთქვა, რომ ეს მისი მოსაზრება იყო.  ეს შეფასებები არ უნდა გაიგოს ვიღაცამ, როგორც შეტევის დაანონსება პრეზიდენტზე. რამდენიმე ერთგულების მამტკიცებელი უმრავლესობიდან აუცილებლად გამოვარდება და შეეცდება ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს წიხლის მოქნევით პრეზიდენტის მხარეს. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანების ნაკლებობას სამწუხაროდ ხელისუფლება არ განიცდის. მას არაფერი მოულოდნელი არ უთქვამს. დიდი ინტერვიუ იყო ისეც და ყველა საკითხს ვერ შეეხებოდნენ. გაზპრომის თემა არც არის იმდენად აქტუალური, ხელოვნურად გაბერილია ამ ეტაპზე. მთავარი ჩემთვის, ბიძინა ივანიშვილი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომ დავინახე, მენატრება, ჩემს თავში ეს დავიჭირე. მთავარი პრობლემა მისი მოღვაწეობის არის ის, რომ მას უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის აღქმა, მასში არის სუსტად და ეს მის ინტერვიუსაც და მოღვაწეობასაც გასდევს არც თუ სასიამოვნოდ

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქრონიკასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას

კომენტარები