ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ ესმის სახელმწიფოებრიობა

პრემიერმა რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე იყო ძალიან მძიმე მოსასმენი და შეშფოთების საფუძველი და მას ეს უნდა ეთქვა და ამ დროს რომ ამბობს, რომ პრემიერი არის ძირითადად კარგი და პრეზიდენტს კვადრატულ მეტრებს უთვლი არ არის სამართლიანი. თავიდან ივანიშვილი იყო დინამიკური. საკუთარ პოზიციას საკმაოდ გულწრფელად აფიქსირებდა, შეიძლება საკამათოს, მაგრამ ჩანდა რომ ეს იყო გულწრფელი პოზიციები. მე ვფიქრობ, რომ მეორე ნაწილში ის აღარ იყო საინტერესო, ანუ თვითონაც დაიღალა და მემგონი მაყურებლებიც დაიღალნენ. ბოლო ვითარებასთან დაკავშირებით, ის რომ ობიექტური ყოფილიყო და ასე წარმოეჩინა თავისი თავი, მისი მხრიდან პრემიერის კრიტიკა უნდა ყოფილიყო არანაკლებს მძაფრი, იმიტომ რომ პრემიერმა რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე იყო ძალიან მძიმე მოსასმენი და შეშფოთების საფუძველი. მას ეს უნდა ეთქვა და ამ დროს რომ ამბობს, რომ პრემიერი არის ძირითადად კარგი და პრეზიდენტს კვადრატულ მეტრებს უთვლი არ არის სამართლიანი. საერთო ჯამში სიახლე არ იყო საუბარში. ის ცდილობს, რომ დრამატული ვითარება შედარებით მსუბუქად წარმოაჩინოს და ეს სწორია, ძალის დემონსტრირება ხდება ამ დროს. ერთი ფუნდამენტური შენიშვნა მაქვს.  ძალიან ბევრს აკეტებს ნამდვილად მას და ძალიან ბევრი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და ბევრს გააკეთებს. ჩემი აზრით, ფუნდამენტური შენიშვნა, რაც შემიძლია არის, რომ მას არ ესმის სახელმწიფოებრიობა. მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა, ემოციური ბმა აქვს მასთან,  რაციონალური სახელმწიფოებრიობის პატივისცემის მომენტი არის სუსტად წარმოდგენილი. ინსტიტუტები და მათი პატივისცემა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არ ესმის სამწუხაროდ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებაში აღარ არის ეს ეპატიება

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქრონიკასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას

კომენტარები